ობიექტური და სუბიექტური სამყაროს დაპირისპირება მარტინ ჰაიდეგერის „ყოფიერება და დროში”

Main Article Content

ია ბერიძე
ლია ჯანგებაშვილი

ანოტაცია

მიუხედავად ცივილიზაციის შეუქცევადი პროგრესისა და მეცნიერულ – ტექნიკური განვითარების მაღალი დონისა, საზოგადოებაში ყოფიერების და ადამიანის ყოფიერებასთან მიმართების საკითხი პრობლემური და ბუნდოვანი გახდა.


ფილოსოფიაში ვის არ დაუსვამს ყოფიერების საკითხი. ამ სიტყვაში იგულისხმებოდა პირველარსებული, სხვა არსებულთა საწყისი, მაგრამ მარტინ ჰაიდეგერი პრინციპულად სხავს ეძებს. შესაბამისად, იძულებულია, გამოიყენოს სიტყვა ,,ყოფიერება,“ რომელსაც ახალ მნიშვნელობას მიაწერს. მისი მთავარი მიზანია, ყოფიერების საზრისის დადგენა. აღნიშნული პრობლემის ფილოსოფიური ხედვა ჩვენი დღევანდელობისთვის უმნიშვნელოვანესი აუცილებლობაა, რადგან ღირებულებათა გადაფასებამ უამრავი მოუგვარებელი პრობლემის წინაშე დააყენა ჩვენი საზოგადოება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საინტერესო იქნება, კიდევ ერთხელ თვალი გადავავლოთ მარტინ ჰაიდეგერის ,,ყოფიერება და დროს“ იმ პუნქტებს, რომელშიც ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე მნიშვნელოვანი მიგნებები და თვალსაზრისებია გადმოცემული.

საკვანძო სიტყვები:
ყოფიერება, ადამიანი, სუბიექტი, ობიექტი, ყოფნის სისტემის გაგება, ექსისტენცი, მუნყოფიერება, მასობრივი საზოგადოება, თავისუფლება
გამოქვეყნებული: Jul 18, 2022

Article Details

გამოცემა
სექცია
ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულება