მენეჯმენტის აქტუალური პრობლემები
Main Article Content
ანოტაცია
საქართველოში მენეჯმენტის თანამედროვე მიდგომების დანერგვის აუცილებლობა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება და ასოცირდება ქვეყნის ორიენტაციასთან გლობალური ურთიერთობების განვითარების მასშტაბით.
მენეჯმენტის მიზნის ფარგლებში გასათვალისწინებელია მისი მიღწევისთვის აუცილებელი ამოცანების განხორციელება, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს მეცნიერული მიდგომების, პრინციპებისა და მეთოდების შემუშავებას, მათ პრაქტიკულ გამოყენებას, სიღრმისეულ ეკონომიკურ ანალიზს, კომპეტენტური რესურსებით დაკომპლექტებას, სტრატეგიული მიზნებისა და პერსპექტივების გათვალისწინებას, ეფექტიან სამოტივაციო სისტემას, ინტელექტუალური კაპიტალის გაზრდას, ტრენინგებისა და პერსონალის განვითარების ყოვლისმომცველი სისტემის დანერგვას, რაც უზრუნველყოფს როგორც გუნდის, ისე ინდივიდის და მთლიანად ორგანიზაციის მდგრად, საიმედო, პერსპექტიულ და ეფექტიან მუშაობას, კონკურენტუნარიანი საქონლისა და სერვისის შექმნისა და რეალიზაციის კუთხით.
მაგრამ, მენეჯმენტი ვერ იქნება წარმატებული, თუ ის განხორციელდა ,,ბუნდოვანი’’ და გაურკვეველი მიზნების მიხედვით და, შესაბამისად, არ ექნება მკაფიო სტრატეგია. ამასთან, ჯანდაცვის მენეჯმენტში არის ფაქტორები, რომლებიც ართულებს მენეჯერების მართვის პროცესის ორგანიზებას. შემაფერხებელ ფაქტორებში კი შედის პერსონალის დაბალი დონე, რეკლამის ნაკლებობა, დიაგნოსტიკის დაბალი ხარისხი, სუსტი მატერიალური ბაზა, ასევე არასაკმარისი დაფინანსება, ძვირადღირებული აღჭურვილობა, პაციენტების უმეტესობის ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ხელმიუწვდომლობა და ა. შ.