COVID-19 და ეკონომიკური გამოწვევები მსოფლიო და რეგიონულ ჭრილში
Main Article Content
ანოტაცია
COVID-19 რთული გამოწვევა და მნიშვნელოვანი საფრთხეა არა მხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვისათვის, არამედ გლობალური ეკონომიკისთვისაც. პანდემიამ, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ბევრ ქვეყანაში ისევ პიკია, სააშკარაოზე გამოიტანა ყალბი და რეალური პრიორიტეტები. ზოგიერთ ქვეყანაში სასწორზე დაიდო ადამიანის სიცოცხლე ეკონომიკის საპირწონედ, რაც ფესვშივე არასწორია. თუმცა, უდავოა ის გარემოებაც, რომ მსოფლიო ეკონომიკაზე COVID-19-ის ნეგატიური ეფექტი არის შეუქცევადი მოცემულობა. შესაბამისად, მთავარი ეკონომიკური დარტყმები მიიღო იმ ქვეყნებმა, რომლებსაც COVID-19-ის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვთ, შემდეგ კი იმ ქვეყნებმა, რომელთა ეკონომიკებიც ყველაზე მეტად არის დამოკიდებული ტურიზმზე, ნავთობისა და სხვა საქონლის ექსპორტზე. საქართველოს მთავრობის მიერ იანვარ-თებერვალში და შემდგომ პანდემიის მიმართ ეფექტური ღონისძიებების გატარებამ შედეგი არ დააყოვნა: ივნისიდან საქართველოს ეკონომიკა სრულად ამოქმედდა, რაც დადებით მოლოდინებთან არის დაკავშირებული; საქართველო რეგიონში COVID-19-თან წარმატებული ბრძოლის საუკეთესო მაგალითია; საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით საქართველო საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დაფიქსირდა; საერთაშორისო დახმარების სახით განხორციელდა სავალუტო შემოდინებები; ეროვნული ბანკის მიერ მაისში შესრულდაზომიერი და პერიოდული სავალუტო ინტერვენციები მის სავალუტო აუქციონზე.