ეფექტიანი ინსტიტუტების როლი კრიზისების დაძლევასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში

Main Article Content

შორენა ხალვაში

ანოტაცია

მოცემული კვლევის მიზანს წარმოადგენს საქართველოში მოქმედი პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტების განსაკუთრებული როლი ბოლო დროს გამოვლენილი მსოფლიო პანდემიის პირობებში. დღეისათვის საზოგადოების და ექსპერტების აზრი ორად არის გაყოფილი: ნაწილი თვლის, რომ პანდემიის პირობებშიუნდა გაიზარდოს სახელმწიფო ინსტიტუტების როლი და ე.წ.


„ძლიერი ხელისუფლების“ მომხრეები არიან, ხოლო ნაწილის აზრით, მთავრობა არ უნდა ჩაერიოს ეკონომიკის ფუნქციონირებაში და არ უნდა დააწესოს მკაცრი შეზღუდვები.


ფაქტია, რომ საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს და მომავალში ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ერთ-ერთ უმსხვილეს სფეროს ტურიზმი და მომსახურების სფერო წარმოადგენს. დღესდღეობით, რთულია ზოგადად პროგნოზების გაკეთება და გრძელვადიანი სტრატეგიების შემუშავება ქვეყნისეკონომიკური განვითარებისათვის, რადგან ვითარება გამუდმებით იცვლება. ის, რომ მდგომარეობა უახლოეს მომავალში დასტაბილურდება, ამის მოლოდინი რთულია გვქონდეს. მთავარია მოხდეს სწორი და ადეკვატური დასკვნების გაკეთება და გამოცდილი ქვეყნების მაგალითზე ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება.


პანდემიამ შეცვალა ადამიანების დამოკიდებულება ბევრი მიმართულებით. ბიზნესი და მთავრობები ფრთხილობენ თამამი ნაბიჯების გადადგმას. იმისათვის რომ შეძლონ გადარჩენა და ადაპტირება ახალ რეალობასთან, ბიზნესსექტორმა უნდა მოძებნოს ბიზნესის წარმოების ახალი და ალტერნატიული გზები. ახლა, შეიძლება ითქვას, ციფრული ტექნოლოგიების სრული და ტოტალური გაბატონების დრო დგება. ბიზნესების დიდი ნაწილი მთლიანად ონლაინ სივრცეში გადავიდა. მწარმოებლებს უწევთ მიწოდების და მომსახურების მორგება მომხმარებელთა ინტერესებთან, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული და მწარმოებლებსადა მომხმარებლებს შორის მუდმივად ახალი ტიპის ურთიერთობების შემუშავებას და დანერგვას ითვალისწინებს. ეს მარათონული პროცესია და ამ ბროლაში გადარჩება ის, ვინც დროულად აუღებს ალღოს ახალ რეალობას და მაქსიმალურად იქნება ორიენტირებული სიახლეების დანერგვაზე.


ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელია მთელი საზოგადოების ჩართულობა ეკონომიკურ პროცესებში, რაც გულისხმობს ინკლუზიური ინსტიტუტების ფორმირებას და ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფას. ასეთმა ინსტიტუტებმა უნდა უზრუნველყონ შემოსავლების მეტ-ნაკლებად თანაბარი გადანაწილება საზოგადოების წევრებს შორის, რათა საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ მოტივაცია უფრო აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის არანაკლები მნიშვნელობა აქვს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების სინქრონულად განვითარებას, რაც ასევე სწორი ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელების შედეგი შეიძლება იყოს.

საკვანძო სიტყვები:
ეკონომიკური კრიზისი, ინსტიტუციები, ეკონომიკური განვითარება, ინკლუზიური ზრდა
გამოქვეყნებული: Oct 20, 2020

Article Details

გამოცემა
სექცია
კოვიდ-19 - ეკონომიკური, სამართლებრივი და პოლიტიკური გამოწვევები