ტურიზმის დარგის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

Main Article Content

მაია გელაშვილი
ნაირა ყირიმლიშვილი

ანოტაცია

თანამედროვე მსოფლიოში ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკაზე დადებით გავლენას ახდენს. განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია ისეთი პატარა და განვითარებადი ქვეყნების ფინანსური პრობლემების მოგვარებისათვის, როგორიც საქართველოა. ტურიზმის
ინდუსტრიის განვითარება ხელს უწყობს, როგორც ფინანსური შემოსავლების ზრდას, ასევე სამუშაო ადგილების შექმნას, ხოლო ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით, ქვეყნის მდგრად განვითარებას, უცხოურ ინვესტირებას და გარემოსდაცვითი თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველყოფითობას. რაც საბოლოოდ, საზოგადოების ეკონომიკურ კეთილ დღე ობაზე აისახება. ტურიზმის სფეროს განვითარებისათვის მნიშვნელოვანია თითოეულ რეგიონულ დონეზე სტრატეგიული გეგმისა და კონცეფციის შემუშავება, ვინაიდან ქაოტურად არ განვითარდეს ტურიზმი. კერძოდ, თავიდან იქნეს აცილებული ისეთი ნეგატიური მოვლენები, როგორიცაა ბუნებრივი რესურსების ჭარბი მოხმარება, ჰაერის დაბინძურება, კულტურული ლანდშაფტის განადგურება, ბიომრავალ ფეროვნების დეგრადაცია და მრავალი სხვა. მთავრობის მზადყოფნა ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით უნდა იყოს გამჭვირვალე და პასუხისმგებლიანი ვინაიდან მთავრობა, ერთი მხრივ, გამოთქვამს მზაობას ტურიზმის განვითარებაზე, მეორე მხრივ, იწყებს იმავე რეგიონში ჰესების მშენებლობას, რომელიც, რა თქმა უნდა, უარყოფითი გავლენის მატარებელია, როგორც ბუნებრივ რესურსებზე, ასევე მოსახლეობაზე. ამიტომაა მნიშვნელოვანი მოსახლეობის ჩართულობა რეგიონებში სტაბილური და მდგრადი ტურიზმის განვითარებაში. ეს აქტივობა საბოლოოდ ხელს შეუწყობს ადგილო ბრივების დამაგრებას, რაც აუცილებელი პირობაა ქვეყნის მოსახლეობის, როგორც სოციალ-ეკონმიკური განვითარების, ასევე ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა.

საკვანძო სიტყვები:
დაცული ტერიტორიები, ლანდშაფტი, გამტარუნარიანობა, ეკოტურიზმი, აგროტურიზმი, ტურიზმის ინდუსტრია
გამოქვეყნებული: Jul 19, 2022

Article Details

გამოცემა
სექცია
ეკონომიკა და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულება