საწარმოს ფინანსურ მდგრადობაზე მოქმედი შიდა და გარე ფაქტორები COVID-19 პანდემიის პირობებში

Main Article Content

მარიამ ზუბიაშვილი
ნინო მღვდელაძე

ანოტაცია

სტატია ეხება სამრეწველო საწარმოთა ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფის ზოგიერთ საკითხებს. როგრც ცნობილია, ქვეყანაში საბაზრო ურთიერთობების განვითარებამ განაპირობა საწარმოების ფინანსური როლის ამაღლება. საწარმოს ფინანსური რესურსების მდგომარეობა ის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც განსაზღვრავს მისისაქმიანობის შედეგებს. საკითხის შესწავლამ დაგვარწმუნა, რომ საქართველოს სამრეწველო საწარმოებში სამეურნეო საქმიანობის შედეგები არასახარბიელოა, მრავალმა საწარმომ საქმიანობა დაასრულა უარყოფითი ფინანსური შედეგებით. გამომდინარე აქედან, ძირითადი მიზანია საწარმოების მხრიდან ფინანსების მართვისადმი სწორი მიდგომების ფორმირება.


იმისათვის, რომ საწარმო განვითარდეს საბაზრო ეკონომიკის პირობებში და არ დაუშვას მისი გაკოტრება, საჭიროა ფინანსების მართვის ცოდნა, აუცილებელია საწარმოს საქმიანობაზე მოქმედი ყველა ფაქტორის გამოვლენა. უნდა გამოვლინდეს როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორები.


საწარმოს საბაზრო მდგომარეობის შეფასებისათვის აქტიურად გამოიყენება „SWOT“– ანალიზი და „PEST“-ანალიზი. მოცემული მეთოდებით ჩატარებული ანალიზის შედეგებით შესაძლებელია გამოვლინდეს ის მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც ეხება კონკრეტული კომპანიის საფინანსო პოლიტიკას და სტრატეგიას.

საკვანძო სიტყვები:
ფინანსური რესურსი, ანგარიში, ანალიზი, ფინანსური მდგრადობა
გამოქვეყნებული: Oct 20, 2020

Article Details

გამოცემა
სექცია
კოვიდ-19 - ეკონომიკური, სამართლებრივი და პოლიტიკური გამოწვევები